ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს გერმანიის სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ კრასიკოვს გერმანიის სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრალდებულმა ხანგოშვილი 2019 წელს ბერლინში, ერთ-ერთ პარკში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა.

განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ბრალდებული კრასიკოვისთვის უვადო პატიმრობა გერმანიის პროკურატურამ გასულ კვირაში მოითხოვა.

 

 

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოში აცხადებენ, რომ ეკლესია მხარს დაუჭერს ერთსულოვნებისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე იქნება დაფუძნებული
შემდეგი სტატიაკანდელაკი: მთავრობა არაფერს ამბობს მისი მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე