ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, სავარაუდოდ, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირშია

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, სავარაუდოდ, რუსულ სპეცსამსახურებთან არის კავშირში – ამის შესახებ the Insider-ის, Bellingcat-ისა და Der Spiegel-ის გამოძიებისას დაადგინეს ჟურნალისტებმა – “დოიჩე ველე” წერს. ხანგოშვილის მკვლელმა მრავალჯერადი ვიზა საფრანგეთის საელჩოში აიღო და გერმანიაშიც საფრანგეთიდან შევიდა. პასპორტი, რომელიც ვადიმ ანდრეევიჩ სოკოლოვის სახელზეა, დიდი ალბათობით ყალბია, რადგანაც ის არ არის დარეგისტრირებუი არსად, მათ შორის, რუსეთის საპასპორტო სისტემაში. არასწორია მისამართი, რომელიც მითითებულია პასპორტში. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მკვლელი არ მუშაობს რუსულ სპეცსამსახურებში, რადგანაც, მას სხეულზე ტატუირება აქვს. სავარაუდოდ, ის სპეცსამსახურებმა მკვლელობისთვის დაიქირავეს.

2016 წელს ზელიმზან ხანგოშვილი უკრაინიდან გერმანიაში გადავიდა თავშესაფრის საძიებლად, რადგანაც 2015 წელს მას თავს დაესხნენ მანქანაში, სადაც 8 ტყვია ესროლეს. ზელიმხანს ხუთი შვილი ყავს. მან გერმანიაში თავშესაფარი და სხვა სახელი მიიღო უსაფრთხოების მიზნით. ახალ პასპორტში თორნიკე ქავთარაშვილი ერქვა. ქავთარაშვილი მისი დედის გვარია. გერმანელი სამართალდამცველები გარკვეული პერიოდი მას უწოდებდნენ “საზოგადოებისათვის საშიშ პირს”, თუმცა, 2018 წელს ეს დეფინიცია, მტკიცებულებების არარსებობის გამო გააუქმეს. 2017 წლიდან ზელიმხან ხანგოშვილი გერმანული სტრუქტურებისგან განსაკუთრებულ დაცვას ითხოვდა. ის საზღვარგარეთ მცხოვრები და დასახვრეტი ჩეჩნების სიაში იყო. მუქარებს იღებს მისი ძმაც.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნიკა ლოგუას ოჯახის წევრების განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიააშშ-ს დაზვერვა სევეროდვინსკის აფეთქებაზე ახალ ვერსიას ავრცელებს