რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ზელენსკისთან შეხვედრა შეთანხმების მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი.
„შეხვედრაში აზრს ვერ ვხედავ. უკრაინული მხარისთვის ერთადერთი აზრი ჩვენი შეიარაღებული ძალების წინსვლის შეჩერებაა, სულ ესაა. ჩვენ გვჭირდება შეთანხმებები არა ექვსი თვის, არა სამი თვის, არამედ გრძელვადიანი ისტორიული პერსპექტივისთვის. მიეცით საშუალება ექსპერტებს, იმუშაონ, შეიმუშაონ გარკვეული გადაწყვეტილებები და შემდეგ შესაძლებელია შეხვედრა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
















