ზელენსკისა და ვიქტორ ორბანს შორის არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მოკლე საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდნეტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შორის არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მოკლე საუბარი შედგა.

„ინაუგურაციის ფარგლებში, რამდენადაც ეს შესაძლო იყო, გულწრფელად ვესაუბრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს და ნათელია, რომ ეს საუბარი ჩვენს ევროპულ საქმეებზე იყო“,-ამის შესახებ ზელენსკის ვიდეომიმართვაში განაცხადა

მანამდე ცნობილი გახდა, რომ არგენტინაში ვიზიტით მყოფი ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, რომელმაც პარასკევს პარიზში ვიქტორ ორბანს უმასპინძლა.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება. ორბანი აცხადებს, რომ 14-15 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი კარბაიაზე: პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება
შემდეგი სტატიანიკა მელია: ეს ქვეყანა არ დარჩება ივანიშვილისად და ვერ გახდება კეზერაშვილ-მერაბიშვილის