ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს დრონები აედევნენ – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ირლანდიაში ვიზიტის დროს, მის თვითმფრინავს უცნობი დრონები აედევნენ, თუმცა ამ ინციდენტს ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხებში, დმიტრო ლიტვინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მასპინძელი მხარე. მათი მონაცემებით, ასეთი დრონები მართლაც არსებობდა, მაგრამ ამას ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია და რაიმე ცვლილება არ გამოუწვევია“, – აღნიშნა ლიტვინმა.

ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაშვებამდე უცნობი დრონები აედევნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დრონი იმავე ტრაექტორიას მიჰყვებოდა, რასაც თვითმფრინავი, რომლითაც ზელენსკი მგზავრობდა და თვითმფრინავი დაგეგმილზე ოდნავ ადრე დაეშვა. ამასთან, მოგვიანებით იგივე დრონებმა წრე დაარტყეს ირლანდიის საზღვაო ძალების გემს, რომელიც ზელენსკის ვიზიტამდე ფარულად გაგზავნეს ირლანდიის ზღვაში. მომხდართან დაკავშირებით, ირლანდიის სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ.

banner
წინა სტატიაშიკრასნოდარის პორტზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატია“ჩვენი ამოცანა ახლა არის სრული ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა ითქვა რუსეთში” – ზელენსკი რუსეთის მხრიდან ომის გაჭიანურების მცდელობაზე