2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ზელენსკის შეფასებით, მარტის დასაწყისში დაგეგმილი, ლიდერების დონეზე შეხვედრის ფორმატი ბევრ რამეს გადაჭრის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა-აშშ-რუსეთის შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება.

„უკვე უფრო დიდი მზადყოფნაა შემდეგი სამმხრივი ფორმატისთვის. დიდი ალბათობით, შემდეგი შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ, აბუ დაბიში გაიმართება. ველით, რომ ფორმატი მარტის დასაწყისში გაიმართება. უნდა დავასრულოთ ყველაფერი, რისი მიღწევაც მოხერხდა უსაფრთხოების რეალური გარანტიების უზრუნველსაყოფად და ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის მოვემზადოთ. ამ ფორმატს ბევრი რამის გადაჭრა შეუძლია,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, 26 თებერვალს ესაუბრა უკრაინელ მომლაპარაკებლებს – ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვს, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერს დავით არახამიას და ასევე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს : სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს.

banner
წინა სტატიაშიReuters – ავღანეთისა და პაკისტანის სასაზღვრო ძალებს შორის შეტაკებები მოხდა
შემდეგი სტატიაოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს