ზელენსკის პასუხი ტრამპის განცხადებაზე-„რუსეთს სურს, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს.“
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიუხედავად რამდენიმე რთული და გადაუჭრელი საკითხისა, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები კარგ ტემპში მიმდინარეობს და მხარეები უახლოვდებიან შეთანხმებას, რომელმაც შესაძლოა, ომი დაასრულოს.
„მე არ მიყვარს პროცენტებით საუბარი. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიდის საქმე. ჩვენ შეიძლება, ძალიან ახლოს ვართ. არის ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი, ძალიან მძიმე საკითხები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიდის საქმე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
დონალდ ტრამპის თქმით, მიღწეული წინსვლა მხოლოდ ერთი დღის შედეგი არ არის.















