უკრაინელების ორი მესამედი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ენდობა, ხოლო ერთი მესამედი არა. 2025 წლის იანვრიდან მისდამი ნდობის დონე 57-დან 65%-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ აღნიშნულია სოციოლოგიური ჯგუფის, „რეიტინგის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს და ახლა ელჩს დიდ ბრიტანეთში ვალერი ზალუჟნის უკრაინის მოქალაქეების 76%-იანი მხარდაჭერა აქვს. უკრაინელების 16% მას არ ენდობა.
უკრაინელების 22%-მა ნდობა მეხუთე პრეზიდენტსა პეტრო პოროშენკოს გამოუცხადა, 76%-მა კი უნდობლობა.