კრემლი უკრაინის მოსახლეობის თვალში უკრაინის პრეზიდენტ ვოლდომირ ზელენსკის დისკრედიტაციასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების აწ უკვე ყოფილ მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის უთანხმოების გამოწვევას მრავალი თვის განმავლობაში ცდილობს, წერს The Washington Post.
გაზეთი ამტკიცებს, რომ კრემლის ასზე მეტი შიდა დოკუმენტი აქვს, რომელიც ევროპულმა დაზვერვამ მოიპოვა და უშუალოდ გამოცემამ გადაამოწმა. დოკუმენტებმა გაჟონა The Washington Post-ში, რასაც ოფიცალურმა მოსკოვმა „ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ოპერაციები“ უწოდა.
”ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კონფლიქტი ზალუჟნისა და ზელენსკის შორის პრინციპით – ის აპირებს მისი გათავისუფლებას”, – წერს კრემლის უსახელო პოლიტიკური სტრატეგი რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და მოსკოვის პოლიტიკური სტრატეგების შეხვედრის შემდეგ. გამოცემა ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უბრძანა პოლიტიკურ სტრატეგთა ჯგუფს, გაავრცელოს ყალბი ამბები მედიასა და სოციალურ ქსელებში, რათა აგორდეს თემა – ზელენსკი არის „ისტერიული და სუსტი“, „ეშინია განდევნის და ცდილობს თავის დაღწევის”.
კრემლის მითითებით, ტროლების “ფერმამ” შექმნა ათასობით პოსტი სოციალურ მედიაში და ასობით ყალბი სტატია, რომელიც გავრცელდა უკრაინასა და მთელ ევროპაში, მაგრამ უკრაინული საზოგადოება ჯერჯერობით ერთიანია. გამოკითხვების თანახმად, რაც ციტირებულია The Wall Street Journal-ზე, მოსკოვის ოფიციალური პირები პერიოდულად გამოხატავდნენ იმედგაცრუებას ზელენსკის შელახვისა და განხეთქილების წარუმატებლობის გამო.
„ერთ-ერთმა მათგანმა დაიჩივლა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ბრედ პიტს ჰგავდა, მსოფლიო ვარსკვლავს იმიჯით, რომლის შელახვაც შეუძლებელია“, – წერს გამოცემა დოკუმენტებზე დაყრდნობით.
ამავდროულად, მას შემდეგ რაც ზალუჟნიმ დატოვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობა, ფრონტის ხაზი გაიყინა და შეერთებული შტატების შემდგომი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა გაურკვეველი გახდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ევროპელ ოფიციალურ პირებს შორის დაიწყეს შეშფოთების გამოხატვა იმის გამო, რომ რუსეთის ფარული პროპაგანდისტული მცდელობები შესაძლოა, ძირს უთხრის ეროვნულ ერთიანობას და მორალს.
”ყველაზე რთული დრო გველის წინ,” – განუცხადა გაზეთს ევროპული უსაფრთხოების უმაღლესმა მაღალჩინოსანმა.
„რუსეთი გადარჩა და ახალ კამპანიას ამზადებენ, რომელიც სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება. პირველია ზეწოლა წინა ხაზზე. მეორე არის თავდასხმები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. მესამე კი დესტაბილიზაციის კამპანიაა“.
დოკუმენტებიდან გამომდინარე, 2023 წლის იანვარში, კრემლის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილე სერგეი კირიენკომ დაავალა ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკური სტრატეგების ჯგუფს, უზრუნველყონ უკრაინის სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელება. ეს ძალისხმევა ეფუძნებოდა კირიენკოს ადრინდელ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა დასავლეთის მხარდაჭერის შელახვას უკრაინის მიმართ, მათ შორის, საფრანგეთსა და გერმანიაში. ევროპულ პროპაგანდისტულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა კირიენკოს ერთ-ერთი მოადგილე ტატიანა მატვეევა, კრემლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, – ნათქვამია დოკუმენტებში.
2022 წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც უკრაინამ უკან დაახევინა რუსულ ჯარებს ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში და კიევის ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს საუბარი აღმოსავლეთსა და სამხრეთში საგაზაფხულო კონტრშეტევაზე, კირიენკომ ჩამოაყალიბა მეორე გუნდი, რომელიც ორიენტირებულია თავად უკრაინის დესტაბილიზაციაზე, – ნათქვამია დოკუმენტებში. მას ხელმძღვანელობდა ალექსანდრე ხარიჩევი, რომელიც მოსკოვის ზოგიერთ წრეში ცნობილია როგორც „შუამავალი“ ან „არჩევნების ორგანიზატორი“ – ის უზრუნველყოფს ქვეყნის არჩევნების კრემლის სასარგებლოდ წარმართვას, – წერს The Washington Post.
გაზეთი ირწმუნება, რომ 2023 წლის 16 იანვარს შეხვედრაზე კირიენკომ ჩამოაყალიბა პროპაგანდისტული გუნდის ოთხი ძირითადი მიზანი: კიევის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დისკრედიტაცია, უკრაინული ელიტის გაყოფა, უკრაინის ჯარების დემორალიზება და უკრაინის მოსახლეობის დეზორიენტაცია. გუნდის წარმატება საკვანძო ინდიკატორებით უნდა შეფასდეს: მას უნდა “დაემცირებინა ზელენსკის ადმინისტრაციის, უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ძალების სარდლობის ძირითადი თანამშრომლების რეიტინგი” და ასევე, დაერწმუნებინა უკრაინის მოსახლეობა, რომ უკრაინული ელიტის წარმომადგენლები მუშაობენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ასევე, მისასალმებელია „მთავრობის გადადგომებისა და საზოგადოებრივი კონფლიქტების რიცხვის ზრდა“, აღნიშნავს გამოცემა.
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ შიშისა და შფოთვის გასაზრდელად, უკრაინის სამხედრო დანაკარგები უნდა გადაჭარბებულიყო.