“ზელენსკის გარემოცვა მასშტაბურ ქურდობის ოპერაციასთანაა დაკავშირებული…სწორედ ეს ხდება, როდესაც მსოფლიო აფინანსებს ემოციებზე დაფუძნებულ ომს” – ამერიკელი კონგრესმენი

ამერიკელები იმსახურებენ ლიდერობას, რომელიც იცავს მათ ოჯახებს და არა პოლიტიკოსებს, რომლებიც უცხოურ დახმარებას ისე ეპყრობიან, როგორც ხორცსაკეპ მანქანაში გადასამუშავებელ ცარიელ ჩეკს, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, პეტ ჰარიგანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინაში კორუფცია უკვე აღარ არის ჭორი.

„2022 წლიდან ამ ქვეყანაში 360 მილიარდ დოლარზე მეტი შევიდა და ახლა ზელენსკის ახლო გარემოცვა ისეთ მასშტაბურ ქურდობის ოპერაციასთან არის დაკავშირებული, რომლის გაგებაც რთულია. ადმინისტრაციის უფროსს 100 მილიონი დოლარის დამოუკიდებლად მითვისება არ შეუძლია და ვერცერთი სანდო დამკვირვებელი ვერც კი იფიქრებს, რომ პრეზიდენტმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. სწორედ ეს ხდება, როდესაც, ინტელექტის ნაცვლად, მსოფლიო აფინანსებს ემოციებზე დაფუძნებულ ომს. გამარჯვების გეგმა არასდროს არსებობდა და არასდროს ყოფილა პასუხისმგებლობა. როგორც ადამიანი, რომელმაც ცუდი სტრატეგიის შედეგები განიცადა, მე სერიოზულად ვეკიდები ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. ამერიკელები იმსახურებენ ლიდერობას, რომელიც იცავს მათ ოჯახებს და არა პოლიტიკოსებს, რომლებიც უცხოურ დახმარებას ისე ეპყრობიან, როგორც ხორცსაკეპ მანქანაში გადასამუშავებელ ცარიელ ჩეკს. რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა უკვე ახლოსაა და ეს ასახავს რეალობას, რომელიც დონალდ ტრამპმა თავიდანვე გაიგო. მშვიდობის პირობებს ქმნის გულწრფელი დიპლომატია და გონივრული ლიდერობა და არა ცარიელი ჩეკები და სურვილები“, – წერს კონგრესმენი პეტ ჰარიგანი.

banner
წინა სტატიაში“სარჩელში წარმოდგენილი დავის საგანი პოლიტიკური და თავად ანტიკონსტიტუციურია” – თინა ბოკუჩავა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
შემდეგი სტატია“სამართლიანი მშვიდობის დამყარების გზაზე ხელშესახებ პროგრესს მივაღწიეთ” – ფლორიდაში მოლაპარაკებები დასრულდა