ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ უკრაინის ტერიტორიებზე ესკალაციას აღარ გააგრძელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ უკრაინის ტერიტორიებზე ესკალაციას აღარ გააგრძელებს.

როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინულ ტელეკომპანია „1+1“-თან ინტერვიუში განაცხადა, ამის შესახებ მას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უთხრა.

„გზავნილი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისგან მივიღე, არის ის, რომ რუსეთმა დაარწმუნა აშშ და მთელი მსოფლიო, რომ არ აპირებს ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიებზე ესკალაციას. ვფიქრობ, ეს შესალოა, მცირე და არასაბოლოო, თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მასსა და ბაიდენს შორის მოლაპარაკებებისას საუბარი კომპრომისებზე არ ყოფილა.

„არანაირ კომპრომისებზე არ გვისაუბრია. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აშშ-ის დახმარებით, ჩვენ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის კიდევ ერთი პლატფორმა გაგვიჩნდეს”, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: თუ ვინ იქნება ახალი ჯანდაცვის მინისტრი, კონსულტაციებით გადაწყდება და გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 64 პაციენტი გარდაიცვალა