უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო საშუალებები უკვე ქვეყანაშია და სულ მალე ყველაზე ცხელ წერტილებში გაიგზავნება.
აღნიშნულ განცხადებას ზელენსკი Telegram-ზე აქვეყნებს.
„ჩავატარეთ ყოველდღიური თათბირი. მოვისმინე მიმდინარე ანგარიშები ახალი იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღეს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ, საგარეო დაზვერვის სამსახურის და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელებმა მას რუსული ჯარის აქტივობაზე, სამომავლო გეგმებისა და ასევე შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს.
„გვჯერა ჩვენი ბიჭების. ვაგრძელებთ მუშაობას”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.