უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, პაველ პალისა წერს, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება უკვე აღდგა.
“მაქვს დადასტურება, რომ უკრაინის უსაფრთხოების დახმარება აშშ-სგან აღდგენილია. შეთანხმებები სრულდება. ბრძოლა გრძელდება”, – წერს ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
ჩვენთვის მთავარია სამართლიანი მშვიდობა, ჩვენ გვინდა გრძელვადიანი მშვიდობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების შემდეგ დაწერა.
„უკრაინის ინტერესების დაცვა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მთავარია სამართლიანი მშვიდობა. ჩვენ გვინდა გრძელვადიანი მშვიდობა. მადლობა კონსტრუქციული შეხვედრისთვის“, – წერს ანდრეი ერმაკი.
შეგახსენებთ, დღეს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების განცხადების თანახმად, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.