13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივება შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კანონპროექტების თანახმად, პრეზიდენტი პარლამენტს საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის დამატებით 90 დღით, 2026 წლის 4 მაისიდან 2026 წლის 2 აგვისტომდე გახანგრძლივებას სთავაზობს.

უკრაინის პარლამენტი საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების საკითხს მეცხრამეტედ განიხილავს.

ცნობისთვის, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომი არ დასრულდება მანამ, სანამ უკრაინა უსაფრთხოების ეფექტურ გარანტიებს არ მიიღებს და რომ მანამდე საომარი მდგომარეობის გაუქმება შეუძლებელი იქნება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება
შემდეგი სტატიარა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი