7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების შესახებ კანონებს ხელი მოაწერა.

კანონები 31 ოქტომბრიდან 90 დღით გახანგრძლივდება. მანამდე, კანონებს მხარი უკრაინის უმაღლესმა რადამ დაუჭირა.

საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ კანონპროექტს მხარი 293-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მობილიზაციის გაგრძელების შესახებ კანონპროექტს ხმა 281-მა დეპუტატმა მისცა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კირცხალია: სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა აქ რევოლუციურ სცენარებში
შემდეგი სტატიატატა ხვედელიანი: არჩილ გორდულაძე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელზე საუბრობს, რეალურად „სისხლის სამართლის ბრალდებულია“