29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ზელენსკიმ სამხედროებს რუსების მიერ მათ ქალაქებზე მასშტაბურ თავდასხმებზე საპასუხოდ მომზადება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს რუსების მიერ მათ ქალაქებზე მასშტაბურ თავდასხმებზე საპასუხოდ მომზადება დაავალა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„უკრაინის თავდაცვის ძალებსა და სპეციალურ სამსახურებს დავავალე, წარმოადგინონ შესაძლო ფორმატები ჩვენი პასუხისთვის ამ დარტყმაზე“.

მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ორი დღის განმავლობაში უკრაინაზე კომბინირებული იერიშები მიიტანეს – უკრაინული მედიის ცნობით, ამ ორ დღეში რუსებმა 1 567 დრონი და 56 რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც ყველაზე მძიმე შედეგები იერიშებს კიევში მოჰყვა.

საცხოვრებელ სახლზე დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 45 კი დაშავდა. კიევში 15 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა

banner
წინა სტატიაშირუსეთში, ბოლო ერთ კვირაში 1 500-ზე მეტი ადამიანი ტკიპამ დაკბინა
შემდეგი სტატიამარკო რუბიო: უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა მძლავრი არმიაა ევროპაში