ზელენსკიმ საკუთარი გადადგომის შესახებ პეტიცია უნდა განიხილოს

ელექტრონული პეტიცია, რომელიც უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის გადადგომას ეხება, 22 მაისს დაიდო და უკვე 32 ათასი ხმა მოაგროვა. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის მეთაურმა პეტიცია უნდა გაიხილოს იმ შემთხვევაში, თუკი ის 25 ათას ხმას მიიღებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დოკუმენტი სამი სამუშაო დღის მანძილზე უნდა განიხილოს, ზელენსკის პასუხი კი ათი სამუშაო დღის მანძილზე უნდა გამოქვეყნდეს -წერს “დოიჩე ველე”.

ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებზე უკრაინელების 73-ზე მეტმა პროცენტმა მისცა ხმა. ის პოსტზე 20 მაისიდან არის.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს აჭარა ეხმიანება
შემდეგი სტატიანატო მოსკოვს ევროპარლამენტის არჩევნებზე კიბერშეტევებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს