ზელენსკიმ რუსეთის G8-ში დასაბრუნებლად მოთხოვნები წამოაყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის “დიდი რვიანის” გაერთიანებაში დასაბრუნებლად, საიდანაც ის 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს, პირობები წამოაყენა. რუსეთმა უნდა დააბრუნოს ყირიმი, უკრაინელი პოლიტპატიმრები და მეზღვურები გაანთავისუფლოს, დონბასში საომარი მოქმედებები შეწყვიტოს – ზელენსკიმ საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა – “დოიჩე ველე” ავრცელებს.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ G7 ფორმატი G8 უნდა გახდეს და მასში რუსეთი უნდა დაბრუნდეს.

banner
წინა სტატიაში„ტვ პირველის“ მფლობელის ოჯახის წევრის სამართლებრივი დევნა ამძაფრებს კითხვებს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებასა და შერჩევით სამართალთან დაკავშირებით – არასამთავრობოები
შემდეგი სტატიაევროკომისიამ პოლონეთის იუსტიციის სამინისტროში შექმნილი “ტროლების ფერმის” გამო შეშფოთება გამოხატა