9.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

ზელენსკიმ რუბიოსთან უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და Starlink-ის საკითხები განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ზელენსკის განცხადებით, მხარეებმა უკრაინისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და Starlink-ისა და Starshield-ის სისტემების მუშაობის აღდგენაზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდები რაკეტების მიწოდება იყო, რაც ადამიანების სიცოცხლის დასაცავად აუცილებელია. მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის მნიშვნელობა.

ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა Starlink-ისა და Starshield-ის სისტემების მუშაობის აღდგენის აუცილებლობაზეც.

„საუბარი არსებითი იყო და მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო“, — წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და რუბიოს მადლობას უხდის დახმარებისთვის მზადყოფნისა და კონსტრუქციული დიალოგისთვის.

ზელენსკის განცხადებით, საუბარი უკრაინის დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე გაიმართა, რომლის მიზანიც ომის დასრულება და ადამიანების მკვლელობის შეჩერებაა.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მხარეები უახლოეს მომავალში კვლავ დაუკავშირდებიან ერთმანეთს და საკითხებზე დამატებით ინფორმაციას გაცვლიან.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ დონეცკში ძლიერი აფეთქებები მოხდა — სამიზნე სატელეკომუნიკაციო ოპერატორი გახდა