23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ზელენსკიმ რამდენიმე ელჩი თანამდებობებიდან გაათავისუფლა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ელჩი თანამდებობებიდან გაათავისუფლა და იუნესკოში უკრაინის ახალი წარმომადგენელი დანიშნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

განკარგულებების თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვადიმ ომელჩენკო გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (იუნესკო) უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელსაც იგი საფრანგეთში უკრაინის ელჩის მოვალეობის პარალელურად იკავებდა. ზელენსკიმ იუნესკოში უკრაინის ახალ მუდმივ წარმომადგენლად ვიქტორია ლიალინა-ბოიკო დაინიშნა. მანამდე ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ვასილ ხიმინეცი ავსტრიაში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან, ხოლო ვოლოდიმირ ხომანეცი ტუნისსა და ლიბიაში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

პრეზიდენტმა ასევე გაათავისუფლა ტაჯიკეთში უკრაინის ელჩი ვალერი ევდოკიმოვი, ყირგიზეთში უკრაინის ელჩი ვალერი ჟოვტენკო და სინგაპურსა და ბრუნეი დარუსალამში უკრაინის ელჩი კატერინა ზელენკო.

გამოქვეყნებული განკარგულებების ტექსტში არ არის მითითებული საკადრო ცვლილებების მიზეზები. ასევე, არ გავრცელებულა ინფორმაცია ამ ქვეყნებში უკრაინის დიპლომატიური მისიების ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიჰორმუზის სრუტეში ტანკერს დაარტყეს
შემდეგი სტატიაკობახიძე: უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც ომის შემდეგ არ ყოფილა