9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ზელენსკიმ პირველი თანაშემწე და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი პირველი თანაშემწე, სერგეი შეფირი, და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უკრაინული მედიის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან: მიხაილ რადუცკის, სერგეი ტროფიმოვი და ოლეგ უსტენკო.

ამას გარდა, განკარგულებებიდან ირკვევა, რომ ზელენსკიმ დაითხოვა მოხალისეთა საქმიანობისა და უკრაინის დამცველთა უფლებების უზრუნველყოფის საკითხებში პრეზიდენტის ოფისის შტატგარეშე წარმომადგენლები ნატალია პუშკარევა და ალიონა ვერბიცკაიაც.

banner
წინა სტატიაშინინო წილოსანი – ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაცხადებული მიზანია ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა
შემდეგი სტატიაშოლცი – უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს ვუჭერთ, იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება