ზელენსკიმ ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომღერალი ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულების თანახმად, ნინო ქათამაძეს ჯილდო “სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციისთვის” გადაეცა.

ქართველი ვარსკვლავი ნინო ქათამაძე უკრაინაში რუსეთის აგრესიას აქტიურად ეწინააღმდეგება. რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ ქათამაძემ დააარსა ფონდი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. ნინო ქათამაძე ხშირად მართავს საქველმოქმედო კონცერტებს კიევში.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციების გამო, პირადი წყენების გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა – ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის იმპიჩმენტი კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტია – ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს – დეკანოიძე