ზელენსკიმ მითხრა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ის უნდა დაიბრუნონ – კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება და მისი მდგომარეობა იყო.

შეხვედრის დეტალებზე მან მოგვიანებით ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ისაუბრა. ვახტანგ კიკაბიძის თქმით, მას ზელენსკიმ უთხრა, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს თავისი მოქალაქე.

“მან მითხრა რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ქვეყანამ ის უნდა დაიბრუნოს. მე კი ვუთხარი, რომ თუ უყვარს ბრძოლა წესების გარეშე, ჩამოვიდეს საქართველოში და ყველა იმ ადგილს ვანახებ, სადაც ურტყამდნენ და სცემდნენ იმ ადამიანებს, ვისი არჩევანიც ევროპაა, ვინც აზროვნებს ხელისუფლებისგან განსხვავებულად. თვალის გარეშე დატოვეს რამდენიმე ადამიანი. 21 ივნისს პოლიციელები მოქალაქეებს, ხელისუფლების ბრძანებით, პირდაპირ სახეში ესროდნენ, ისევე, როგორც ივლისში ჟურნალისტებს სცემს.

დიდხანს ვილაპარაკეთ. მე მას ვუთხარი, რომ ახლა სპეციალურად ჩამოვფრინდი, რათა გთხოვოთ, როგორმე დაეხმაროთ თქვენს მოქალაქეს, რადგან მაქვს განცდა, რომ ხელისუფლებას არ სურს ის ციხიდან ცოცხალი გამოვიდეს. მან მე მომისმინა და მითხრა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს სატელეფონო საუბრები ექნება”, – აღნიშნა კიკაბიძემ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიჰარცელი – სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოს გავრცელება სამწუხაროდ მიმაჩნია, ეს არ უწყობს ხელს ვითარების განმუხტვას
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ფაბრიკა 1900“ საწარმოო ხაზს ოთხჯერ გაზრდის