ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიების შესახებ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიების შესახებ.

“ეს არის სიმართლე ისტორიული წარსულის შესახებ, რომელიც უკრაინის მომავლისთვის არის აუცილებელი”. – თქვა ზელენსკიმ.

ტექსტში, რომელიც ზელენსკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული წერია, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციაში უკრაინელების იდენტობის შესანარჩუნებლად გეგმას შეიმუშავებს.

დოკუმენტის მიხედვით ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიები დღევანდელ რუსეთის ფედერაციაში კრასნოდარის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკისა და როსტოვის ოლქებშია.

გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლება შექმნის სპეციალურ ცენტრს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეისწავლის.

კიევი ასევე გეგმავს კიდევ უფრო მეტი ღონისძიება გამართოს, რომელიც მიმართული იქნება “უკრაინის შესახებ მოგონილი რუსული მითების გასაქარწყლებლად”.

banner
წინა სტატიაშილავროვი: არსებობს მხოლოდ ანგლოსაქსების, მათი ხელქვეითების და კიევის კრიმინალური დამპალი ელიტის ინტერესი
შემდეგი სტატიაახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება მრავალპროფილური, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს