ზელენსკიმ დებატების საკუთარი თარიღი შესთავაზა პოროშეკოს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პეტრე პოროშენკოსთან დებატები 19 აპრილს გაიმართება – დღეს დილით საკუთარ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ ვიდეოშია საუბარი. მანამდე პეტრე პოროშენკომ მას 14 აპრილი დაუსახელა დებატების გასამართავად. ზელენსკის ვიდეომიმართვის შემდეგ უკრაინულმა მედიამ გაავრცელა, რომ 19 აპრილს ქვეყნის მთავარ სტადიონზე წიგნის ბაზრობაა დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დებატებისთვის სივრცის მომზადება შეუძლებელია.

ზელენსკიმ, ვიდეოში, ასევე, თავის ამომრჩევლებს სთხოვა მიაწოდონ შეკითხვები, რომელსაც ის პოროშენკოს დაუსვამს დებატებზე. “ვფიქრობ, ხალხს 5 წლის მანძილზე ბევრი შეკითხვა დაუგროვდა პოროშენკოს მიმართ, რომელსაც უშუალოდ ვერ ეკითხება, მაგრამ მე შემიძლია თქვენი სახელით. ამიტომ, გთხოვთ, კომენტარებში დაწერეთ რა გინდათ პოროშენკოს შეეკითხოთ” – ვიდეოში ამბობს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრემიერი: სასწრაფოდ უნდა შევამციროთ გადასახადები, რომ პროტესტი შეჩერდეს
შემდეგი სტატიაჩინეთში 6 წლის ბავშვი 26-ე სართულიდან გადმოვარდა, ადგა და სვლა გააგრძელა (ვიდეო)