უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ დაასახელს ფრონტის მიმართულებები, სადაც სადაც ყველაზე რთული ვითარებაა.
ზელენსკიმ საღამოს ტრადიციული მიმართვის დროს ჩამოთვალა: ავდეევკა, მარინკა, ბახმუტის მიმართულება, ლიმანის მიმართულება, კუპიანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონის რეგიონი.
“უკრაინამ იცის და ეცოდინება, რას ამზადებს მტერი და როგორ უპასუხოს სწორად, ძლიერად, როგორც ხმელეთზე, ისე შავ ზღვაში”, – თქვა ზელენსკიმ.
გენერალმა ზალუჟნიმ, თავის მხრივ, დეტალურად ისაუბრა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ ჩარლზ ბრაუნთან სატელეფონო საუბრისას.
“ავდეევსკოეს, კუპიანსკოეს და მარინსკოეს მიმართულებები რჩება ყველაზე ცხელი. სიტუაცია რთულია, კონტროლს ექვემდებარება”, – თქვა მან.
მთავარსარდლის თქმით, შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინსვლას გარკვეული მიმართულებებით და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს.