ზელენსკიმ აშშ-სთან და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაცია შეარჩია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-სთან და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაცია შეარჩია.

მედიის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი ბრძანებულებას უკვე მოაწერა.

დელეგაციის ხელმძღვანელად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აირჩიეს.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და მისი მოადგილე ევგენი ოსტრიანსკი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი, გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ოლეგ ივაშენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრ პოკლადი და ერმაკის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: “უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა, ქვეყანას, არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება”
შემდეგი სტატიაკახა კინწურაშვილი: “ბევრი მიზეზია, რომ 28 ნოემბერს საზოგადოება ისევ ერთად დადგეს”