15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

ზელენსკიმ აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი პრინცესა ოლგას I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი პრინცესა ოლგას I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

შესაბამისი ბრძანებულება №1079/2026 უკრაინის სახელმწიფო მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ჯილდო მას გადაეცა უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, აქტიური უფლებადამცველობითი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, რომელიც მიმართულია უკრაინელი ბავშვებისა და იმ მოქალაქეების გადასარჩენად, რომლებიც დაზარალდნენ რუსული აგრესიის შედეგად, ან უკანონოდ იქნენ დეპორტირებულნი და იძულებით გადაადგილებულნი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებული, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საქართველოსთვის
შემდეგი სტატიალევან მახაშვილი: ეს არის ცალმხრივად, ბრიუსელიდან 5-6 ადამიანის მიერ დაწერილი, გაბრაზებული და ობიექტურობას მოკლებული ანგარიში