ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 მარტს ამერიკულ მხარესთან დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემები დაასახელა.
მისი თქმით, ძირითად საკითხებს შორისაა:
1. მომზადება მომავალი სამმხრივი მოლაპარაკებისთვის ომის შესაძლო დასრულების შესახებ, მათ შორის რუსეთის დელეგაციის მონაწილეობით
2. უკრაინისთვის იარაღის შეძენა,
3. „დრონების შეთანხმება“, რაც გულისხმობს, აშშ-სთან შეთანხმების გაფორმებას, რომლის ფარგლებშიც კიევი შეძლებს, გაუზიაროს ვაშინგტონს ბრძოლაში გამოცდილი ტექნოლოგიები დრონებისგან თავის დასაცავად, სანაცვლოდ კი, უკრაინისთვის დეფიციტური დაცვის სისტემებს მიიღებს, მათ შორის, ბალისტიკურ რაკეტებს და უსაფრთხოების გარანტიებს.















