30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ზელენსკი: ვერავინ ხედავს, რომ პუტინს სურდეს დიალოგის გზით ომის დასრულება

“ვერავინ ხედავს, რომ პუტინს სურდეს დიალოგის გზით ომის დასრულება. არის შეგრძნება, რომ უკვე მის გარშემო მყოფ ხალხსაც კი ესმის, რომ მან ვერ შეძლო უკრაინის ოკუპაცია და ვერ მოიგებს ამ ომს,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას.

,,ძალიან გვსურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. ამისთვის საჭიროა სანქციები. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ის დაუბრუნდება ამ პოლიტიკას. ეს ასევე კარგი სიგნალია. ჩვენ ბევრად უფრო მეტად დაგვეხმარებიან. ეს პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებია. იმისთვის, რომ პუტინმა გაიგოს, რომ დახმარება არ შეჩერდება. ამიტომ მისთვის სასურველია ომის შეჩერება…
ვფიქრობ, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების რაუნდები განახლდება. საკითხავი ის არის, რა ფორმატში. ევროპელები მომხრეები არიან, რომ ეს იყოს ამერიკელებთან ერთობლივი ფორმატი. ასევე, ყველა მხარს უჭერს იმ ფორმატს, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. მე მჯერა ორმხრივი შეხვედრის. მაგრამ აუცილებლად პარტნიორების მონაწილეობით. რადგან ბევრი რამ არის, რაზეც უკრაინა ამყარებს იმედებს: ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ჩვენ „რუსებს“ ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად აირჩიონ ფორმატი”,
-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშილევან გოგიჩაიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა რომ დაიბრუნოს ავტორიტეტი, მან უნდა თქვას, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა: გულდასაწყვეტია, როცა სააკაშვილი ერთ დღეს განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს და შემდეგ სხვა კანდიდატს ასახელებს