20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ზელენსკი: ვათანხმებთ საჭირო ვიზიტების გრაფიკს და კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ველოდებით

აშშ-თან მოლაპარაკებები არსებითი იყო – ვათანხმებთ საჭირო ვიზიტების გრაფიკს და კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ველოდებით, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის განცხადებით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა შეერთებულ შტატებში შეხვედრების შემდეგ ანგარიში წარადგინა.

„მოლაპარაკებები არსებითი იყო. ვათანხმებთ საჭირო ვიზიტების გრაფიკს და გაზაფხულისა და ზაფხულის მიჯნაზე კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად შევძლებთ დაგეგმილის განხორციელებას და დიპლომატიის განახლებას“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, შეხვედრების დროს ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის ომის ტყვეების გაცვლის გაგრძელება, განიხილეს.

„ვაზუსტებთ შეთანხმებების დეტალებს, რომლებმაც უსაფრთხოების გარანტირება უნდა შეძლოს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კონსტრუქციული მიდგომა და ჩვენ მშვიდობისკენ უნდა ვისწრაფოდეთ უკრაინის გაძლიერებითა და შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობებით“, – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 36 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა