ზელენსკი – ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე რუსეთის მასშტაბურ შეტევას გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს კიევზე რუსების მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს მიზანმიმართული ტერორიზმი უწოდა.

„70-ზე მეტი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჰოლოდომორის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. მიზანმიმართული ტერორიზმი. სწორედ ამ დროს. რუსეთის ხელმძღვანელობა ამაყობს იმით, რომ მას შეუძლია ადამიანები მოკლას“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ. ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს და პასუხი აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ნიკა გელენიძე, საქართველოში ჩამოასვენეს