27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ზელენსკი: უმჯობესია, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის ლიდერების დონეზე შეხვედრა შედგეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტალინში ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხანგრძლივი მშვიდობისკენ გზაზე პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს.

„ჩემი აზრით, უმჯობესია, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის ლიდერების დონეზე შეხვედრა შედგეს. რა თქმა უნდა, უკრაინის, რუსეთისა და ევროპის მონაწილეობით. სასურველია, რომ ევროპისა და აშშ-ის მონაწილეობით. რატომ ევროპა? იმიტომ, რომ ჩვენ ევროპაში ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ომისგან ევროპული ქვეყნებიც ზარალდებიან, კერძოდ დრონების გამო.

„ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი კონტინენტია და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ხვალ უსაფრთხო ცხოვრება გვექნება. სწორედ ამ ქვეყნებმა უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები. უკრაინას ამის ნება აქვს, ვნახოთ ექნება თუ არა რუსეთს მსგავსი ნება. მათ ჯერჯერობით ეს არ უჩვენებიათ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი: „გამოძიებობანას“, სახლობანას თამაშობენ
შემდეგი სტატიაბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოში 12 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო