7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ზელენსკი: უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდება შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს

უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდება შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ძლიერი გადაწყვეტილება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების შეძენის ნებართვა მისცეს. PAC-3 ტიპის 500 რაკეტა მნიშვნელოვანია და უკვე ძალიან მალე – შესაძლოა, ამ ზამთრისთვის ეს ძალიან ეფექტური თავდაცვითი პაკეტი ყოფილიყო. თუმცა, როგორც განსაზღვრულია, მიწოდება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს. ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვთ გამოსავალი იპოვონ, მაშინ როცა რაკეტების გამოყენების რეალური საფრთხე და საჭიროება არსებობს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის ცნობით, უკრაინამ აშშ-ს ზამთრისთვის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფა სთხოვა, რომელიც Patriot-ის სისტემებისთვის თვეში 100 რაკეტის გადაცემას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ოცნება”დღეს საკუთარ საბრალდებო დასკვნას წერს”- გრიგოლ გეგელია
შემდეგი სტატიანათელაშვილი: დავით გარეჯი ოკუპირებულ იქნა ალიევის შეიარაღებული ძალების მიერ ივანიშვილთან შეთანხმებით