ზელენსკი: “უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის წითელი ხაზები არსებობს”

„დღეს უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის წითელი ხაზები არსებობს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ გადაუჭრელი საკითხები“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და უკრაინა იურიდიულად არაფრის აღიარებას არ აპირებს.

მისი თქმით, გადაწყვეტილებების მიღებამდე ხალხთან კომუნიკაცია იქნება, რადგან უკრაინის ხალხი ყველაზე მნიშვნელოვანია. მან აღნიშნა, რომ ეს საზოგადოებაში, რეფერენდუმის გზით იქნება განხილული, ან საკანონმდებლო ცვლილებებზე იქნება საუბარი.

“ტერიტორიებთან და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ერთად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო იყოს. ეს კი, პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპზეა დამოკიდებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიCNN: ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის არაპროგნოზირებადი შედეგის გამო ევროპაში შეშფოთებული არიან
შემდეგი სტატია“ტერიტორიებთან დაკავშირებით, ჩვენ იურიდიულად არაფერს ვაღიარებთ” – ზელენსკი