ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოებაში და თავისუფლების გლობალურ დაცვაში ჩადებული ამერიკული ინვესტიციის ყოველი ცენტი ასი პროცენტით მუშაობს

უკრაინის უსაფრთხოებაში და თავისუფლების გლობალურ დაცვაში ჩადებული ამერიკული ინვესტიციის ყოველი ცენტი 100%-ით მუშაობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში, ეროვნულ არქივში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა დამარცხდება, ევროპის ნახევარს კვლავ მოსკოვის გავლენის სფეროში მოხვედრის საფრთხე დაემუქრება.

„პუტინის მიზნების სია ახლა განსხვავებულია. პუტინი იძულებულია, დაიმციროს თავი ფხენიანის დელეგაციის პირადად გართობით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ ამერიკელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად ჯილდოები გადასცა ექიმებს, რომლებიც მკურნალობდნენ უკრაინელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობას. ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც შეაგროვეს თანხები სამედიცინო აღჭურვილობისთვისა და სასწრაფო დახმარებისთვის.

banner
წინა სტატიაშიაშშ უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში 325 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად კანადაში ჩავიდა