უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გამოეხმაურა პუტინისა და რუსეთის არმიის აბსურდულ განცხადებას, თითქოს ოკუპანტებმა დაიკავეს ქალაქი მირნოგრადი და გულიაიპოლე:
“აგრესორი სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ მიმართავს ბრძოლის ველზე რუსული არმიის მნიშვნელოვანი „წარმატებების“ შესახებ ყალბი განცხადებების გავრცელებას”.
სინამდვილეში, კრემლის ცნობები გულიაიპოლესა და მირნოგრადის დაკავების შესახებ ფაქტებით არ დასტურდება.
• ვითარება გულიაიპოლეში (ზაპოროჟიეს ოლქი) რთულია, თუმცა დასახლებაში თავდაცვითი ოპერაცია გრძელდება.
• ოპერატიული ვითარება მირნოგრადშიც რთული რჩება, თუმცა მტრის ქვედანაყოფები, ისევე როგორც აქამდე, ახლაც ვერ ახერხებენ პოკროვსკი-მირნოგრადის აგლომერაციის დაკავების გეგმების განხორციელებას, რის გამოც გამოიყენება დეზინფორმაციის იარაღი.
“კრემლის დიქტატორის მსგავსი ყალბი განცხადებების რეალური შედეგი მხოლოდ მისი საოკუპაციო არმიის ხელშესახები დანაკარგებია, რაც ყოველდღიურად სულ მცირე 1 000 მოკლულ და მძიმედ დაჭრილ რუს ჯარისკაცს შეადგენს”.















