უკრაინის ტერიტორიების დათმობა მხოლოდ უკრაინელი ხალხის თანხმობით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი პრეზიდენტი ვერ მიიღებს, ვერც ერთი ადამიანი და ვერც მთელი მსოფლიოს პრეზიდენტები ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ უკრაინელი ხალხის მონაწილეობის გარეშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალურად არ აქვს უფლება, ტერიტორიები სხვას გადასცეს.
„ეს უნდა სურდეს უკრაინელ ხალხს“, – დასძინა ზელენსკიმ.