ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედმა საპასუხო ზომებმა წუხელ მოსკოვის რეგიონში მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.
ზელენსკის თქმით, საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომლებიც ომის მანქანას კვებავს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ოპერაციისას გამოიყენეს ისეთი სისტემები, როგორიცაა: FP-1, RZ-100, MICH-2000, „პალიანიცა“, „ვენდეტა“, „ლიუტი“, „ბარსი“, „ფლამინგო“, „სიჩენი“ და „პელიკანი“.
“მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს სიზუსტისთვის: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უპილოტო სისტემების ძალებთან, სპეციალური ოპერაციების ძალებთან, უკრაინის თავდაცვის დაზვერვასა და საგარეო დაზვერვის სამსახურთან ერთად. “სანქციები” დაუწესდა ვორონეჟის რეგიონში მდებარე ობიექტსაც. მოსკოვმა უნდა დაასრულოს ეს სასტიკი ომი და აირჩიოს მშვიდობა”, – აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, დეესკალაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯები “უკვე მაგიდაზეა” – ეს ეხება ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებას. “საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აძლიერებს უკრაინის შორი მოქმედების შესაძლებლობებს. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ჩვენს შორ მანძილზე მოქმედ საპასუხო ზომებს სანქციების სახით განხორციელებული საპასუხო ზომებით ავსებს. დიდება უკრაინას!” – წერს ზელენსკი.


















