ზელენსკი – უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსული

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხ Fox News-ს. ჟურნალისტმა უკრაინის ლიდერს ჰკითხა, იცოდა თუ არა უკრაინის დანაკარგები მიმდინარე ომში, ზელენსკიმ კონკრეტულად ციფრი არ დაასახელა, მაგრამ თქვა, რომ უკრაინული ჯარების დანაკარგები ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსული.

“ათიათასობით დაიღუპა. ათიათასობით ადამიანი გააძევეს. თანაფარდობა არის ერთი ხუთთან. ბრძოლაში დაღუპული ყოველი ჩვენი ჯარისკაცისთვის არის ხუთი რუსი ჯარისკაცი”, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ინტერვიუს დროს შეაქო უკრაინელი სამხედროები რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიღწეული ძირითადი გამარჯვებებისთვის და უარი თქვა თავისი ჯარების “გეგმის B-ს” განხილვაზე.

“ამ ორი წლის განმავლობაში მათ [რუსმა სამხედროებმა] დაიკავეს ხარკოვის რეგიონი და ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ ამ რეგიონს. ჩვენ განვბლოკეთ შავი ზღვა, ახლა გვაქვს მათი მარცვლეულის დერეფნები და გავანადგურეთ ბევრი გემი [რუსეთის] ფლოტში”, – თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა
შემდეგი სტატიაროგორია “ოცნების” დაჭრილი დეპუტატის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი