11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ზელენსკი: “უკრაინის დელეგაციამ აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებთან სამმხრივი შეხვედრების შემდეგ, სრული ანგარიში წარადგინა”

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის დელეგაციამ სრული ანგარიში წარადგინა აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებთან სამმხრივი შეხვედრების შემდეგ.

„დღეს ჩვენმა დელეგაციამ სრული ანგარიში წარადგინა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ შედგა შეხვედრა ამერიკელებსა და რუსებთან ერთად. მოხერხდა უფრო სამხედრო ხასიათის სხვადასხვა საკითხის განხილვა – ომის დასასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები, რეალური კონტროლისა და მონიტორინგის საკითხები“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.

როგორც მან განმარტა, გუნდები კვირას კვლავ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კარგი იქნება, თუ ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე გაიმართება.

„უკრაინა მაქსიმალურად მზად იქნება ყველა იმ საკითხისთვის, რომლის განხილვა და შეთანხმებაც საჭიროა. უკრაინა ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგა და იდგება. ამ ომის გაგრძელებაზე პასუხისმგებელი ერთადერთი მხარე რუსეთია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიკლერ ტუოდე: გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი
შემდეგი სტატიაკრემლის პრესსპიკერი: “ჯერ კიდევ ადრეა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ნებისმიერი, თუნდაც წინასწარი დასკვნების გამოტანა”