ზელენსკი: უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ცნობით, აშშ-ში გაფრენამდე დელეგაციის წევრებმა მას ანგარიში წარუდგინეს.

ამოცანა ნათელია: ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯების სწრაფად შემუშავება – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, გუნდთან ერთად, უკვე აშშ-სკენ გზაშია.

ამოცანა ნათელია: ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯების სწრაფად შემუშავება. უკრაინა აშშ-თან კონსტრუქციულად მუშაობას აგრძელებს. კვირა დღეს მუშაობის შემდეგ ჩვენი დელეგაციის ანგარიშს მოუთმენლად ველი. უკრაინა ღირსეული მშვიდობისთვის მუშაობს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაში“მადლობა, რომ პუტინის წინააღმდეგ დგახართ” – შვედი პოლიტიკოსი ქართველ ხალხს
შემდეგი სტატიააქცია ბალდაში – რა უთხრა მარტვილის მერმა პროტესტანტებს?!