ზელენსკი – უკრაინის დანაკარგები რუსეთის დანაკარგებზე მინიმუმ 5-ჯერ ნაკლებია

რუსების წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომში უკრაინის არმიის დანაკარგები მოწინააღმდეგის დანაკარგებზე გაცილებით ნაკლებია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters Hosts Interview-ს დროს განაცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა ზოგიერთი უცხოელი ლიდერის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის რაოდენობა ბევრად აღემატება უკრაინას მოსახლეობის რაოდენობას და, შესაბამისად, უკრაინელი ჯარისკაცები რუსებს წინააღმდეგობას ხანგრძლივად ვერ გაუწევენ.

„ჩვენი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ ჩვენი დანაკარგები რუსებზე სულ მცირე ხუთჯერ ნაკლებია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაში„როიტერი“ – კათოლიკურ ეკლესიაში ტრანსგენდერებს მონათვლა და ნათლიობა შეეძლებათ
შემდეგი სტატიადოლიძე – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის საკითხი, სადაც ყველას ერთიანობა გვმართებს