ზელენსკი – უკრაინის 2 მილიონი მოქალაქე რუსეთში გადაიყვანეს, საბუთები წაართვეს და აშინებენ

უკრაინის 2 მილიონი მოქალაქე რუსეთში გადაიყვანეს. მათ საბუთები წაართვეს, აშინებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეაში აზიის ლიდერთა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას განუცხადა.

“რამდენიმე ასეული ათასი ბავშვი – ზუსტ რაოდენობას ახლა ვერავინ დაასახელებს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ყველა ეს პირი კავშირგაბმულობის საშუალებებს მოკლებულია, „საბუთებს ართმევენ, აშინებენ“ და ცდილობენ წაიყვანონ რუსეთის შორეულ რაიონებში, რათა რაც შეიძლება მეტად გაუჭირდეთ სახლში და სამშობლოში დაბრუნება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა იძულებით შექმნა ეგრეთ წოდებული ფილტრაციის ბანაკები, რომლებითაც აიძულებს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავლას.

,,ათიათასობით ადამიანი რჩება იქ. ახალგაზრდა ქალები იქ ქრებიან. ვფიქრობ, თქვენ ყველას გესმით, რა ხდება მათ თავს იქ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – ოპოზიციონერმა კოლეგებმა ჯეროვანი პატივისცემა არ გამოიჩინეს ჩვენ მიმართ, ტექნიკურადაც, არ მომწონს არსებული დამოკიდებულებით სესიის მოწვევა