ზელენსკი: უკრაინელმა ლიდერმა რუსეთი შეადარა „ვეშაპს, რომელმაც უკვე გადაყლაპა უკრაინის ორი რეგიონი და ახლა ამბობს, რომ კონფლიქტი გაიყინოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის გაყინვა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ გამოცემა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აღნიშნა.

„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც რუსეთს დასვენების საშუალებას მისცემს. ისინი ამ პაუზას არ გამოიყენებენ თავიანთი გეოპოლიტიკის შესაცვლელად, ან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე პრეტენზიებზე უარის თქმისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინელმა ლიდერმა რუსეთი შეადარა „ვეშაპს, რომელმაც უკვე გადაყლაპა უკრაინის ორი რეგიონი და ახლა ამბობს, რომ კონფლიქტი გაიყინოს“.

ზელენსკის თქმით, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდებამ შესაძლებელი გახადა ფრონტის ხაზზე ვითარების რადიკალური ცვლილება და რუსეთი ახლა გაცილებით ნაკლებ ჭურვს ისვრის უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო ხუთი თვის მოვლენების შემდეგ უკრაინელებს რუსეთთან მოლაპარაკება არ სურთ.

„საზოგადოებას სჯერა, რომ ჯერ ყველა ტერიტორია უნდა გათავისუფლდეს, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება შეთანხმება იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ მომდევნო საუკუნეებში. ჩვენი ხალხი დარწმუნებულია, რომ ეს შეგვიძლია და რაც უფრო სწრაფად გავაკეთებთ ამას, მით უფრო ნაკლები დაიღუპება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინისთვის 270 მილიონიანი დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა
შემდეგი სტატიაუკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი ალყაში მოაქციეს