ზელენსკი – უკრაინელებისთვის უკვე მიღწევაა, რომ ომისა და რუსული ტერორის მიუხედავად, ოლიმპიურ თამაშებში ვმონაწილეობთ

უკრაინელებისთვის უკვე მიღწევაა, რომ ომისა და რუსული ტერორის მიუხედავად, ოლიმპიურ თამაშებში ვმონაწილეობთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უკრაინელებისთვის უკვე მიღწევაა, რომ ომისა და სრულმასშტაბიანი რუსული ტერორის მიუხედავად, ჩვენ მოვემზადეთ და თამაშებში ვმონაწილეობთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინამ პარიზში, ოლიმპიური თამაშებისთვის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მცირე რაოდენობის, 140 უკრაინელი სპორტსმენისგან შემდგარი გუნდი გაგზავნა.

შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიური თამაშები ხვალ, 26 ივლისს გაიხსნება.

banner
წინა სტატიაში„ხალხის ძალა“ – „გამჭვირვალობის კანონი“ აშშ-სა და ევროპისთვის საქართველოზე „შარის მოსადებად“ ამორჩეული მიზეზია
შემდეგი სტატიასემეკმა ელექტროენერგიის ბაზრის ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო