ზელენსკი – უკრაინაში „მწამებლების წიგნი“ შეიქმნება, რომელიც ომის დამნაშაავებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდება

უკრაინაში „მწამებლების წიგნი“ შეიქმნება, რომელშიც დოკუმენტირებული იქნებიან ომის დამნაშავეები და კრიმინალები რუსული არმიიდან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ეს არის კონკრეტული ფაქტები კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც დამნაშავეები არიან უკრაინელების მიმართ ძალადობრივ დანაშაულებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „მწამებლების წიგნი“ იქნება რუსი ჯარისკაცებისა და მათი მეთაურებისთვის პასუხიმგებლობის დაკისრების ერთ-ერთი საფუძველი.

„მწამებლების წიგნი“ არის ერთ-ერთი საფუძველი, დაეკისროთ პასუხისმგელობა არა მხოლოდ ომის დანაშაულებების უშუალო ჩამდენებს – საოკუპაციო ჯარის ჯარისკაცებს, არამედ მათ მეთაურებს, მათ, ვინც ბრძანებებს იძლეოდა. მათ, ვინც შესაძლებელი გახადა ყველაფერი, რაც გააკეთეს უკრაინაში : ბუჩაში, მარიუპოლში, ყველა ჩვენს ქალაქში, ყველა თემში, სადაც მიაღწიეს,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

აპრილში, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მისი ოფისი რუსეთის მიერ ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულის თითქმის 6 000 საქმეს იძიებს.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტი საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე დღეს დებატებს გამართავს
შემდეგი სტატიალიეტუვის პრეზიდენტი რუსეთზე – არანაირი დიალოგი ტერორისტულ სახელმწიფოსთან