ზელენსკი – უკრაინასა და თურქეთს შორის პარტნიორობა ღრმავდება, ეს უკვე აძლიერებს ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას მან აღნიშნა, რომ მხარეთა შორის პარტნიორობის გაღრმავება ორივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს აძლიერებს.

„უკრაინასა და თურქეთს შორის პარტნიორობა ღრმავდება. ეს უკვე აძლიერებს ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს. მოსალოდნელი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. ამის შესახებ ტელეფონით ვესაუბრე რეჯეფ თაიფ ერდოღანს. მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას კიევში სტრატეგიული საბჭოს საიუბილეო სხდომაზე“, – დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ დაუშვილი – მოვუწოდებ „ოცნებას” არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო კვირეულს გამართავს