“უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მოლაპარაკების ჯგუფის, წითელი ჯვრის, საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს ქმედებების წყალობით, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინას ცოცხლად სჭირდება უკრაინელი გმირები.
ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს. ჩვენი სამხედროების სახლში დასაბრუნებლად, მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო მოითხოვს დელიკატურობას და დროს“, – დაადასტურა ზელენსკიმ, რომ დაიწყო მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია და აღნიშნა, რომ სამუშაოები გრძელდება სამხედროების სახლში დასაბრუნებლად.
გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. მათ შორის არიან დაჭრილები, მათ სჭირდებათ დახმარება. მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია უკრაინელი სამხედროების და მზვერავების მიერ დაწყებულია. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
დროებით ოკუპირებულ ნოვოაზოვსკში უკრაინელი სამხედროების ავტობუსები აზოვსტალიდან ჩავიდნენ