13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

ზელენსკი – უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის მოთხოვნა 11 ქვეყნისგან მიიღო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამარხზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის მოთხოვნა 11 ქვეყნისგან მიიღო.

მისი თქმით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებს სფეროში უკვე გააფორმა 10-წლიანი კონტრაქტები საუდის არაბეთთან, კატართან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.

„ჩვენ ასევე გვაქვს მოთხოვნა 11 ქვეყნისგან – ახლო აღმოსავლეთის და სპარსეთის ყურის რეგიონიდან, დამატებით თანდათან ვაკვირდებით კავკასიასაც. დრონების თაობაზე ამ გარიგებაში იქნება, სულ მცირე, 10 სხვადასხვა შეთანხმება უკრაინული შეიარაღების ამა თუ იმ ექსპორტის შესახებ“, – წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, შეთანხმებების ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც დრონების ერთობლივი წარმოება, ასევე საწარმოო ხაზის მშენებლობა როგორც უკრაინაში, ისე სხვა სახელმწიფოებში.

ზელენსკი ასევე ამბობს, რომ ამ კუთხით უკვე დაწყებულია სამუშაოები გერმანიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასთან, შვედეთსა და ნიდერლანდებთან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოდან უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე გააძევეს
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომზე: ევროპული სახელმწიფოებიც აქტიურად და ინტენსიურად იკვლევენ ამ საკითხებს